ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გაათავისუფლეს

რუსეთის სამხედრო ძალების მიერ რამდენიმე დღის წინ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გათავისუფლებულია. რომან გოჩაშვილი და გოჩა მეტრეველი უკვე გადმოვიდნენ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.