თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ შემაშფოთებელი და ამაზრზენი უწოდა ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობას. ირაკლი ბერაიას განცხადებით, ყველა უკანონობაზე, რაც ოკუპირებულ რეგიონებში ხდება, პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
მისი თქმით, აუცილებელია, ოკუპანტ სახელმწიფოზე ზეწოლა გაიზარდოს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იმისთვის, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.