ოჯახური ძალადობის საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში

დეა გოშხეთელიანის ოჯახური ძალადობის საქმეზე სამართალდამცავმა უწყებებმა შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს – ეს განცხადება შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა. 22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. ბრალდებული 3 იანვარს ქუთაისში დააკავეს, თუმცა მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. ის სასამართლოს დარბაზში დააპატიმრეს.