ოჯახური ძალადობა თელეთში

თელეთში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 8 იანვარს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, დაკავებულმა დანის გამოყენებით დაზიანება მიაყენა დედას.

დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.