„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“კანონპროექტი

„ქართულმა ოცნებამ“ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი „ქართული ოცნების“ ინიციატივის მხარდაჭერას არ აპირებს, ნაწილი კი აცხადებს, რომ საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობას მიიღებს. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ მათი პასუხისმგებლობაა, დაიცვან ერთის მხრივ ნებისმიერი ადამიანის ყველა კონსტიტუციური უფლება, მეორეს მხრივ კი ოჯახური ღირებულებები და ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მოსალოდნელი გამოუსწორებელი შედეგები თავიდან აიცილონ.