რუსთავში, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივები ორ სხვადასხვა ლოკაციაზე დილიდან შეიკრიბნენ. ფეხით მსვლელობა ჯერ ცენტრალურ ხიდზე მოეწყო და მოქალაქეები გმირთა მოედანზე შეკრებილ მრევლს შეუერთდნენ, სადაც სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. რუსთაველებმა, რომლებსაც წინ ჩოხოსნები და ბავშვები მოუძღოდნენ, გალობით ქალაქის ცენტრალური ქუჩები შემოიარეს. მოგვიანებით კი დედაქალაქში მსვლელობას შეუერთდნენ.