გურიის რეგიონის საკათედრო ტაძრებში, ოჯახის სიწმინდისა და მშობელთა პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, პარაკლისი შესრულდა. ამის შემდეგ კი, მუნიციპალიტეტების ცენტრალურ ქუჩებში დაიწყო საზეიმო მსვლელობა. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან ერთად, პარაკლისს დაესწრო და მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.