„OGP“-ის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი ინდონეზიაში
OGP-ის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარის − საქართველოს იუსტიციის მინისტრის − ვიზიტი ინდონეზიაში გრძელდება. აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ რეგიონული ფორუმის მიმდინარეობის პარალელურად, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შეხვედრები გამართა ყირგიზეთის, სამხრეთ კორეის, ფილიპინებისა და ინდონეზიის მთავრობების წარმომადგენლებთან. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, როგორც მმართველი კომიტეტის თავმჯდომარემ, პარტნიორ ქვეყნებს „ღია მმართველობის“ პლატფორმის ფარგლებში საქართველოს პრიორიტეტები გააცნო, ესაუბრა 2018 წლის ზაფხულში თბილისში დაგეგმილ ოჯიპის გლობალურ ფორუმზე განსახილველ საკითხებსა და თემატიკაზე და ინფორმაცია მიაწოდა იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ხორციელდება.