ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა დაიწყო.
სამი 12-სართულიანი სახლის, სკოლის, საბავშვო ბაღისა და სათამაშო მოედნების მშენებლობა წელიწადსა და 5 თვეში უნდა დასრულდეს. საცხოვრებელ ფართს პირველ ეტაპზე 582 ოჯახი მიიღებს. საძირკველის ჩაყრის ცერემონიაში დღეს მონაწილეობა პრემიერ-მინისტრმა მიიღო. „ოცნების ქალაქში“ ეკომიგრანტები, უსახლკაროები, სოციალურად დაუცველი და სხვა კატეგორიის 1500-მდე ოჯახი საკმაოდ მძიმე პირობებში ცხოვრობს.
რეპორტაჟი ბათუმიდან.