საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიცია სავარაუდოდ 9 სექტემბერს გახდება ცნობილი.
პარტია პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვას კვირას გეგმავს, სადაც ეს ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იქნება. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდი რა ფორმით ჩაერთვება, ამ დრომდე არაა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მსჯელობა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე განსახილველ საკითხებზეც გაიმართება. ამასთან, საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენის ვადა 8 სექტემბერს იწურება.