თანამედროვეობის ერთ-ერთი ცნობილი მხატვარი, დამთვალიერებელს ბოლო ორ წელში შექმნილ ტილოებს აცნობს.
ეროვნულ გალერეაში, დღეს ვახო ბუღაძის პერსონალური ექსპოზიცია გაიხსნა. ეს არის ციფრების სერიის უკვე მეორე გამოფენა, სადაც ძირითადად პორტრეტებია წარმოდგენილი. ექსპოზიციისთვის ავტორმა სიმბოლური სახელი, „ნული“ შეარჩია. როგორც თავად ამბობს, სახელწოდება იმ განწყობას ასახავს, რომლითაც გამოფენაზე გატანილი ნახატები იქმნებოდა.