„ნუკრი მაღალაშვილის სევდა“– ამ სახელწოდებით, კინოთეატრ „ამირანში“ ნარგიზა გარდაფხაძის ფილმის პრემიერა გაიმართა. დოკუმენტურ ფილმში საქართველოს დამსახურებულ არტისტისა და ქორეოგრაფის ცხოვრებისა და შემოქმედების საინტერესო ეპიზოდებია მოთხრობილი. ნუკრი მაღალაშვილი წლების განმავლობაში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი, შემდეგ კი ქორეოგრაფი და პედაგოგი იყო. ფილმი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მომზადდა.