საქართველოში ამოქმედდა კამპანია, რომლის მიზანიც, სანქცირებისგან და დეოლიგარქიზაციისგან ბიძინა ივანიშვილის დაცვაა. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური აცხადებს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებული კამპანიის ფარგლებში, კეთდება ანტიევროპული და ანტიდასავლური განცხადებები. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, კამპანიაში პოლიტიკოსების გარდა, სხვა სფეროს წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.