"ნუ მომკლავ" - რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან

“ნუ მომკლავ”, – უცვლელი ლოზუნგით და მოთხოვნებით რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები ამ წუთებში იწყებენ შეკრებას. ადგილზეა აქციის მონაწილეთა ნაწილი, რომლებსაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია წუხანდელი ღამის შემდეგ არ დაუტოვებიათ.

რუსთაველის გამზირზეა უკვე ზაზა სარალიძეც, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა საპატრიარქოდან, სადაც კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა.