„ნუ მომკლავ” - პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართა

„ნუ მომკლავ” – ამ სახელწოდებით, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამის ორგანიზებით, პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართა.

ზაზა სარალიძე საქმის ობიექტურ გამოძიებას და ყველა დამნაშავე პირის შესაბამისად დასჯას ითხოვს. მისი თქმით, პასუხი უნდა აგოს მირზა სუბელიანმა და მათ, ვინც მტკიცებულებები გაანადგურა.

აქციის მონაწილეებმა პროკურატურას დრო საქმეზე განაჩენის გამოცხადებამდე მისცეს. პროტესტს შეურთდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ასევე ძიუდოისტები.

აქციაზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, თუმცა მათ შეკრებილებისთვის არ მიუმართავთ.