ნოტარიუსთა საერთო კრება

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ საერთო კრებას გასული წლის ანგარიში და 2024 წლის გეგმები წარუდგინა. ეკატერინე ნანდოშვილმა საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება. მანვე საერთო კრებაზე სანოტარო არქივის გაციფრულების უპირატესობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნოტარიუსების არქივის დიგიტალიზაცია მნიშვნელოვნად შეამცირებს არქივში დაცული დოკუმენტაციის მოძიების დროს. კრების ბოლოს ახალდანიშნული ნოტარიუსების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა.