თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში საქართველოს პირველი სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადის, „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ ფინალი და გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ მფლობელი თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები გახდნენ. მეორე საპრიზო ადგილი ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს, ხოლო მესამე ადგილზე საჩხერის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები გავიდნენ. ფინალისტებს მედლები და სპეციალური პრიზები განათლების მინისტრმა გადასცა.