ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან რვა წელი გავიდა

ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან რვა წელი გავიდა.

ქართველი მოციგავე კანადაში, 2010 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს, ვარჯიშის დროს დაიღუპა. 21 წლის ქართველმა სპორტსმენმა ერთ-ერთი საცდელი დაშვებისას მართვა დაკარგა და ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. ქართველი ოლიმპიელი მშობლიურ ბაკურიანშია დაკრძალული.