ნოდარ მგალობლიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ნოდარ მგალობლიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნოდარ მგალობლიშვილმა სწავლის დამთავრების შემდეგ, 1954 წელს მუშაობა დაიწყო მარჯანიშვილის თეატრში და მთელი შემოქმედებითი ცხოვრება ამ თეატრის სცენაზე გაატარა. მის მიერ განსახიერებული როლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰაკი აძბა,  იაგო, თეიმურაზ ხევისთავი.  

მიხეილ ჯავახიშვილის ჯაყოს ხიზნების მიხედვით ტელესპექტაკლი თემურ ჩხეიძემ ჯერ  საზოგადოებრივ მაუწყებელში გასული საუკუნის 70-აინ წლებში დადგა, რომელმაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

2001 წელს ნოდარ მგალობლიშვილმა უარი თქვა ღირსების ორდენზე. მან განაცხადა, რომ არ სურდა ღირსების ორდენი ისეთი ხელისუფლების მხრიდან მიეღო, რომელმაც მას ღირსება წაართვა და აიძულა უკიდურეს გაჭირვებაში ეცხოვრა.