ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა. ათი დღის განმავლობაში ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მაყურებელმა უცხოეთის შვიდი და ქართული თეატრის 18 წარმოდგენა ნახა. ფესტივალის დასასრულს, გამარჯვებულები 9 ნომინაციაში გამოვლინდნენ. დასკვნით ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თეა წულუკიანი დაესწრო.