ნოდარ დუმბაძის სახელობის ფესტივალი

ოზურგეთის პროფესიულ დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაიხურა. დასკვნით ღონისძიებაზე მაყურებელმა ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლი „რესპუბლიკა გურია“ ნახა.

ფესტივალის ფარგლებში, ექვს ნომინაციაში გამარჯვებულებიც დააჯილდოეს. დახურვის ცერემონიას კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო.