ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს

წინა კვირას განვითარებული მოვლენების და ვნებათაღელვის შემდეგ საკადრო ცვლილებაა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში.

დაწესებულებას ხელმძღვანელი შეეცვალა. სხალთელი ეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი წავიდა, პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს. ჯერ უცნობია, მიეცემა თუ არა ახალი დირექტორის პირობებში დაწესებულებაში შესვლის და მონიტორინგის უფლება სახალხო დამცველს, რომელმაც პანსიონში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე და ჯერ კიდევ წლების წინ დაწყებულ გამოძიებაზე პირველმა ისაუბრა. ბოლო მონიტორინგი ომბუდსმენის აპარატმა 2018 წელს ჩაატარა. აღსაზრდელების ერთი ნაწილის გაყვანის შემდეგ ამ მომენტში ადგილზე 22 ბავშვი რჩება. ახალი ხემძღვანელი უახლოეს პერიოდში გარკვეულ ცვლილებებს აანონსებს. მისი გეგმის ნაწილად სახელდება პანსიონის მცირე ზომის საოჯახო ტიპის სახლად გარდაქმნა.