დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა ფარავნის ტბის მიმდებარედ. ღვთისმსახურება ცხრა სასულიერო პირმა ჩაატარა. დღევანდელ თარიღს კიდევ ერთი დატვირთვა აქვს, რადგან 35 წლის წინ, სწორედ პირველ ივნისს, აღნიშნულ ტერიტორიაზე პირველად, ღია ცის ქვეშ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, წირვა-ლოცვა ჩაატარა.