წმინდა ნინოს შემოსვლის დღე

წმინდა ნინოს შემოსვლის დღეს აღნიშნავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. 1700 წლისთავის აღსანიშნად, წირვა ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში. მსახურება აღევლინა სოფელ ფოკაში, ფარავნის ტბასთან, წმინდა ნინოს შემოსვლის ადგილზე. ფოკაში იმყოფება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ქვეყნის მეთაური შეუერთდა მსვლელობას, რომლის 2000 მონაწილე წმინდა ნინოს გზას გაივლის. ფოკაში ჩავიდა დღეს პრემიერ-მინისტრიც. მამუკა ბახტაძემ მოქალაქეებს დღევანდელი დღე მიულოცა.

ნათია ქენქაძე იმყოფება სამცხეში და დეტალებს სწორედ ის მოგვიყვება.