ნინო ყოლონდარიას ფილმის პრეზენტაცია

ქართულ-ბერძნული ურთიერთობის ათასწლეულები“ – საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ნინო ყოლონდარიას ფილმის პრეზენტაცია გაიმართა. ნამუშევრის მომზადებაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები მონაწილეობდნენ.

ფილმის სიუჟეტი ქართველებისა და ბერძნების ხანგრძლივ ურთიერთობას, ასევე ისტორიულ მოვლენებსა და მითებს გადმოგვცემს, რომლებზეც ცნობილი მეცნიერები, არქეოლოგები და მკვლევარები საუბრობენ.