ნინო სალუქვაძემ პირველივე შეჯიბრზე მოიპოვა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია. ეს შედეგი ჩვენი გუნდის ლიდერმა, ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა დღეს პეკინში დაწყებულ ტყვიის მსროლელთა მსოფლიო თასის გათამაშებაზე დააფიქსირა, სადაც 578 ქულით ფინალშიც შევიდა. გადამწყვეტ რაუნდში 148.0 ქულით საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავიდა და საგზურიც მიიღო, რადგან მის წინ მყოფ მსროლელებს, ბერძენ ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონ ანა კორაკაკისს, რუს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ ვიტალინა ბაცარაშკინას და უნგრელ ვერონიკა მაიორის უკვე ჰქონდათ საგზურები, კიდევ ერთი ლიცენზია კი კორეელმა მინჯუნ კიმმა მოიპოვა, ვინც გაიმარჯვა კიდეც პეკინში 154.0 ქულით.