ნინო მაღრაძის ნამუშევრების გამოფენა

ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში ყოფილი ონკოპაციენტის, ნინო მაღრაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

ღონისძიებაზე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობა და იმ კვლევების შესახებ, რომელთა სარგებლობაც მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ. ღონისძიებაზე ისაუბრა ფსიქოლოგმაც, რომელმაც დამსწრეებს დიაგნოზის გაგების შიშის დაძლევის მეთოდები გაუზიარა. ხელოვნების სასახლის აღსაზრდელებმა კი კლასიკური მუსიკის ნაწარმოებები შეასრულეს. ღონისძიება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ეგიდით გაიმართა. კამპანიის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრები და სკრინინგის უფასო აქციები ტარდება და ისინი მომავალშიც გაგრძელდება.