ნინია კაკაბაძე: მეტ-ნაკლებად მისაღებია ის ხელფასები, რომლებიც მაუწყებლის თანამშრომლებს აქვთ
საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისგან მივიღე ინფორმაცია, რომელსაც ვითხოვდი, მაგრამ განსხვავებული ფორმით, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ნინია კაკაბაძემ ჟურნალისტებს სამეურვეო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი განცხადებით, დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, მეტნაკლებად მისაღებია ის ხელფასები, რომლებიც თანამშრომლებს აქვთ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის განცხადებით, სამეურვეო საბჭოს წევრებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები.
შეგახსენებთ, ნინია კაკაბაძე პირველი არხის მენეჯმენტისგან თანამშრომელთა ხელფასების გადაცემას ითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოში ჩივილით იმუქრებოდა. ამას წინ უძღოდა კაკაბაძის განცხადება, რომ მას ჰქონდა ეჭვი, მაუწყებელში ხელფასების არასამართლიანად განაწილების შესახებ.