ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობის ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო. ბასილაშვილმა ოთხ სეტში ამერიკელი ჯეკ სოკი – 4:6, 6:3, 6:2, 7:6 დაამარცხა. ამ მატჩიდან ბასილაშვილის ერთ-ერთი დარტყმა ტურნირის მესამე სათამაშო დღის საუკეთესო მომენტებში მოხვდა.
მესამე წრეში ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს 66-ე ჩოგანი, არგენტინელი გვიდო პელა იქნება, რომელმაც მეორე წრეში იტალიელი პაოლო ლორენცი 7:5, 6:0, 6:2 დაამარცხა.