პროცესი საქალაქო სასამართლოში – ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმა, თენგიზ ბასილაშვილი აძლევს ჩვენებას. მოწმე საქმეში არსებულ რამდენიმე ეპიზოდთან დაკავშირებით ისაუბრებს. ნელი დოროყაშვილის განცხადებით, ოჯახის წევრები მათ მიერ მიცემული ჩვენებით ცდილობენ ბასილაშვილის გამართლებას. დღევანდელ სხდომას როგორც ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი, ასევე დაზარალებული ნელი დოროყაშვილი ესწრებიან.