ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე

საქართველოს პირველი ჩოგანი, სასამართლო პროცესის შემდეგ, ადვოკატთან ერთად განცხადების გავრცელებას გეგმავს. ცნობილი სპორტსმენი ბრალს – ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის შესახებ, არ აღიარებს, თუმცა რა განმარტებებს გააკეთებს ნიკოლოზ ბასილაშვილი, ჯერჯერობით უცნობია. გამოძიების ინფორმაციით, სპორტსმენმა ყოფილ ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა.