ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე დაიკითხა. მათ შორის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც გამოძახებაზე იმყოფებოდა. გამოიკვლიეს საპატრულო პოლიციის სამხრე კამერის ჩანაწერიც. ბრალდების მხარის განცხადებით, დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს ნელი დოროყაშვილზე არსებული დაზიანებები.
დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილის უდანაშაულობას ადასტურებს.