ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისში პოეტის განახლებული სახლ-მუზეუმი საზეიმოდ გაიხსნა.
მუზეუმში პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები, მე-19 საუკუნის ნივთები, ავეჯი, ხალხური საკრავები და სხვა მასალებია დაცული.
სახლ-მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები და საგამოფენო სივრცეების რეექსპოზიცია ჩატარდა. საგამოფენო სივრცეში პირველად არის გამოყენებული თანამედროვე სამი დე ანიმაცია, რომელზეც რეჟისორმა დავით კიკნაველიძემ იმუშავა.