ნიკოლოზ ბარათაშვილის განახლებული სახლ-მუზეუმი გაიხსნა

ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისში პოეტის განახლებული სახლ-მუზეუმი საზეიმოდ გაიხსნა.

მუზეუმში პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები,  მე-19 საუკუნის ნივთები, ავეჯი, ხალხური საკრავები და სხვა მასალებია დაცული.

სახლ-მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები და საგამოფენო სივრცეების რეექსპოზიცი ჩატარდა. საგამოფენო სივრცეში პირველად არის გამოყენებული თანამედროვე სამი დე ანიმაცია, რომელზეც რეჟისორმა დავით კიკნაველიძემ იმუშავა.