საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი იმყოფება – ნიკოლ ფაშინიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე გაიმართა.
ამ წუთებში კი დისკუსია მიმდინარეობს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში. დისკუსიების დასრულების შემდეგ, ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. პრესკონფერენციას დაწყებისთანავე პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.