ხმაური იყო დღეს ნიკა მელიას სასამართლო სხდომაზე.
პროცესზე ჩვენება ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ მისცა, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს ონლაინ სააგენტო „ეს პერსონაში“ მუშაობდა. მოწმის განცხადებით, 20 ივნისს ის იმ ადგილზე მუშაობდა, სადაც საპროტესტო აქცია იმართებოდა და გაიგო, თუ როგორ მოუწოდებდა ნიკა მელია აქციაზე შეკრებილებს პარლამენტში შეჭრისკენ. დაცვის მხარემ ის სიცრუეში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ბერიძე ე. წ. ფეიკ-სააგენტოს ადმინისტრატორი იყო.