სჭირდება თუ არა ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას მისი ნებართვა – უკვე მეორე დღეა, საკითხზე პოლიტიკური განცხადებები კეთდება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ გირაოს პროცედურას ნიკა მელიას თანხმობა არ სჭირდება და მისი გათავისუფლება ხელისუფლების სურვილზეა დამოკიდებული.
ოპოზიციის ნაწილი ნიკა მელიას გადაწყვეტილებას გაუგებარს უწოდებს. „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, თავად ნიკა მელია გამოდიოდა განცხადებებით და გამოთქვამდა კატეგორიულ უარს მისი თანხმობის გარეშე გირაოს გადახდაზე.