ნიკა მელიას საქმე

ნიკა მელია საპატიმროს დატოვებაზე ისევ უარს ამბობს – ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდასა და ამნისტიით გათავისუფლებას ის კვლავ არ ეთანხმება. პარტია „ლელო საქართველოსთვის“  ევროპარლამენტარებს სთავაზობს, თავდებში დაუდგნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რათა დაუყოვნებლივ შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება და ის პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

„ლელოს “განცხადებით, ეს იქნება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის აუცილებელი წინაპირობა. ინიციატივას დადებითად აფასებენ ოპოზიციური პარტიები. მათი თქმით, ეს ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება ამ სიტუაციაში, თუ ორივე მხარე ამას დათანხმდება.

ინიციატივას უპასუხისმგებლოს უწოდებენ ხელისუფლებაში, მათი განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს.