შეიქმნება თუ არა დამატებითი დოკუმენტი იმისთვის, რომ პარლამენტში არშესვლა და მანდატებზე უარის თქმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა ხელმოწერით დაადასტურონ?- ინიციატივის ავტორი პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელიაა. „ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში“ ინიციატივას იზიარებენ და მზად არიან, საკუთარი გადაწყვეტილება სამართლებრივ დოკუმენტში ასახონ. მსგავსს განცხადებებს სერიოზულად არ აღიქვამენ პარტია „გირჩში“, სადაც ფიქრობენ, რომ გასული საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, საბოლოოდ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში მაინც შევა. მმართველ გუნდში კი კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ პარლამენტს ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება და საკანონმდებლო მუშაობა ოპონენტების გარეშეც დაიწყება.