ნიკა მელიას ინიციატივა

ოპოზიცია მორიგ საერთო დოკუმენტზე იწყებს მუშაობას. ამჯერად ლიდერები სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმას საერთო შეჯერებულ ტექსტზე ხელმოწერით გეგმავენ. ინიციატივის ავტორი პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელიაა. მისი იდეა უკვე მოიწონეს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ძლიერ საქართველოში. ოპოზიციური კოალიციების წევრები მზად არიან საკუთარი გადაწყვეტილება, პარლამენტში არ შესვლის თაობაზე, სამართლებრივ დოკუმენტში ასახონ. ჯერ-ჯერობით უცნობია შეუერთდება თუ არა მათ პარტია „გახარია საქართველოსთვის“. ოპოზიციის წამოწყებას სერიოზულად არ აღიქვამენ „გირჩში“, სადაც ფიქრობენ, რომ გასული საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, საბოლოოდ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში მაინც შევა. მმართველ გუნდში კი კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ პარლამენტს ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება და საკანონმდებლო მუშაობა ოპონენტების გარეშეც დაიწყება.