ნიკა მელიას განცხადება

„ნაციონალური მოძრაობა“ 2008 წლის ომის 14 წლისთავზე რუსი ტურისტების საქართველოში შემოსვლას აპროტესტებს. ნიკა მელიას განცხადებით, როცა ქვეყანა რუსეთის მიერ ოკუპირებულია, საქართველოს მთავრობა მათი მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლას ხელს უწყობს და მათ მიმართ ლოიალურად არის განწყობილი.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ტურიზმის დადებითი ტენდენციების ვიწრო პოლიტიკური მიზნებით აპელირება, მავნებლობაა.