ნიკა მელია განცხადებას ავრცელებს. მაშინ, როდესაც პარტიის ახალი მენეჯმენტი და მისი ჩრდილოვანი მმართველობა საუბრობს ერთობაზე და ამტკიცებს, რომ პარტიის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც უნდა ბრძოლა „ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ, თავად ამყარებს რეჟიმს. ვკითხულობთ მელიას „ფეისბუქის“ გვერდზე.
მისივე თქმით, პარტიის ახალი მენეჯმენტი დევნის შიდა არჩევნების დროს გამოხატულ განსხვავებულ აზრს. „იწყებს რეპრესიას, დევნის შიდა არჩევნების დროს გამოხატულ განსხვავებულ აზრს, ღიად მიუთითებს, რომ მათთვის არ არიან მისაღები ადამიანები, რომელთაც აქვთ პოზიცია, აჩვენებს ყველას, რომ მათთვის მისაღებია მხოლოდ მორჩილება. ამ ყველაფრით კი ბათუმში, ფაქტობრივად, ხალხს აგდებენ პარტიიდან, ხალხს, რომელიც ათი წელი ოპოზიციიდან დაუღალავად იბრძოდა და გაიმარჯვა ბათუმში. საქართველოს აქვს ევროპული მომავალი, ამისთვის კი ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ღირებულებითი არჩევანი, ვიაროთ ღირსებისა და სიმართლის გზით. მხოლოდ ეს გზა დაამარცხებს ოლიგარქიასა და ავტოკრატიას, მხოლოდ ამ გზას შეიძლება მივყავდეთ მომავლისკენ“, – წერს ნიკა მელია.