მედიით შევიტყვეთ, რომ თურმე ჩვენი პოლიტიკური საბჭოს წევრი გია ხარჩილავა სხვა პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოში შესულა, ერთი წინადადება მაინც მოეწერა და ეთქვა, – წერს ნიკა მაჭუტაძე „ფეისბუქზე“.
„მეგობრებო, თავს ვალდებულად ვთვლი, გავაკეთო ერთი განცხადება თუ განმარტება: წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა ჩვენი პარტიის, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრი იყო დღემდე. 2021 წელს „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ კვოტით მე წარვუდგინე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელობას მისი კანდიდატურა წალენჯიხის მერის არჩევნებში. გია ხარჩილავა არა მხოლოდ თანაპარტიელი იყო, არამედ მეგობარიც იყო ჩვენი და ძალიან, ძალიან სამწუხარო, გამაოგნებელი და, პირდაპირ ვიტყვი, სამარცხვინო ამბავია, როდესაც მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ მედიის მეშვეობით გავიგეთ. სხვათა შორის, ზოგიერთი მისი ახლანდელი თანაპოლიტსაბჭოელი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა გიას კანდიდატურას და სერიოზული შიდაკოალიციური მუშაობის გაწევა დაგვჭირდა. დღეს კი სწორედ იმ პოლიტიკურ საბჭოში ამოყო თავი, სადაც თურმე მისი ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერის, ნუგზარ წიკლაურის ადგილი არ ყოფილა“, – წერს მაჭუტაძე სოციალურ ქსელში.