ნიკა ჯამაგიძის საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში აფთიაქის დაყაჩაღებაში ბრალდებული ნიკა ჯამაგიძის საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. ბრალდებულის ადვოკატი ვარაუდობს, რომ მოსამართლე განაჩენს დღესვე გამოაცხადებს.

სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა კომენტარი არ გააკეთა. ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოაცხადებს, რადგან მისი თქმით, საქმე თავიდან ბოლომდე გაყალბებული და ერთი მოწმის – აგენტ-პროვოკატორის ჩვენებაზეა აგებული.

ნიკა ჯამაგიძე 2017 წლის 20 მარტს დააკავეს და ამჟამად გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. ის ბრალს არცერთ ეტაპზე აღიარებდა.