შიმშილობა საქმის გადახედვის მოთხოვნით

გლდანის მერვე დაწესებულებაში, უვადო მსჯავრდებული 50-ე დღეა, შიმშილობს. ადვოკატის ინფორმაციით, თეიმურაზ შარაშენიძე მისი საქმის ხელახალი გამოძიების პროცესის დაჩქარებას ითხოვს. როგორც გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, შარაშენიძის საქმე პროკურატურაში შექმნილმა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა გამოიძია და პროცედურები ჭიანურდება. შარაშენიძე 2003 წელს დეპუტატის შვილის, ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.