ნიკა გვარამიას „გირჩი ტივისთან“ გაკეთებული განცხადებები პოლიტიკური შეფასებების თემა გახდა. „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილმა მთავარმა პროკურორმა გადაცემაში იმ მძიმე შეცდომებზე ისაუბრა, რომლებიც მისივე თქმით, 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის წინაპირობა გახდა.
გვარამიამ აღიარა, რომ მონაწილეობდა ე.წ. რევიზიონიზმის პერიოდში, რა დროსაც, მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციას, საკანონმდებლო ორგანოს, სასამართლოსა და ტელევიზიებს, მისივე თქმით, ჟანგბადი ჰქონდათ გადაკეტილი.
ნიკა გვარამიას ამ განცხადებას მმართველი გუნდი გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ ყველა, ვინც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ნაწილი იყო და წვლილი შეიტანა წამების სისტემის ჩამოყალიბებაში, ვალდებულია, საზოგადოებრივ ცხოვრებას ჩამოშორდეს.