90-წლიანი ისტორია და უნიკალური მემკვიდრეობა – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა საიუბილეო კონცერტისთვის ემზადება. „ნიჭიერთა ათწლედი“, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში კომპოზიტორების და შემსრულებლების არაერთი თაობა აღზარდა, საუკუნოვან ისტორიას ჯანსუღ კახიძის კულტურის ცენტრში აღნიშნავს.
„ნიჭიერთა ათწლედის“ და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ურთიერთთანამშრომლობა რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. გასული საუკუნის 80-იან წლებში, მას საფუძველი ჩაუყარა მაესტრო ჯანსუღ კახიძემ. ტრადიცია დღესაც გრძელდება, უკვე ორი ათეული წელია, მაესტრო ვახტანგ კახიძე ხელს უწყობს „ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეებს პროფესიულ ზრდაში და სცენას ახალგაზრდა მუსიკოსებს უთმობს.