NGO-ები მირტაგ ასადოვის ოჯახის წევრებს შეხვდნენ

სახალხო დამცველის და მესამე სექტორის წარმომადგენლები მირტაგ ასადოვის ოჯახის წევრებს შეხვდნენ.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელის თქმით, სასურველი ჩვენების მისაცემად, ასადოვზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ასადოვის უფლებების დაცვა უზრუნველყოს. მათი განცხადებით, ამ კუთხით მნიშვნელოვანია, საქართველოს საელჩომ, აზერბაიჯანში დაუყოვნებლივ მოინახულოს მირტაგ ასადოვი, შეამოწმოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ოჯახის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 7 ნოემბერს მან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა. აზერბაიჯანში გადასვლისთანავე ის ადგილობრივმა სამართალდამცავებმა დააკავეს.