ნეთანიაჰუ ბაიდენის გეგმას დათანხმდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ჯო ბაიდენის მიერ ღაზაში ომის დასასრულებლად წარდგენილ გეგმას დათანხმდა. ამის შესახებ, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ნეთანიაჰუს მრჩეველმა განაცხადა. ფალკის თქმით, ამ გეგმას ბევრი ხარვეზი აქვს და უფრო მეტი მუშაობაა საჭირო, თუმცა ისრაელელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ისრაელის მხარე ამ გეგმას თანხმდება. „ჰამასის“, როგორც გენოციდური ტერორისტული ორგანიზაციის განადგურების აუცილებლობა არ შეცვლილა“- თქვა ფალკმა. შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა ღაზის სექტორში ომის დასრულების სამ-ეტაპიანი გეგმა წარადგინა. გეგმა ექვსი კვირით ცეცხლის შეწყვეტას, მძევლების ნაწილის გათავისუფლებას და ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტებიდან ისრაელელი სამხედროების გაყვანას გულისხმობს.