ერევანში ორდღიანი ვიზიტით მყოფმა ნენსი პელოსიმ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თქმით, ალენ სიმონიანთან ჰქონდა ნაყოფიერი შეხვედრა, რომელზეც ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის კონგრესის ვალდებულებები, იმუშაოს უსაფრთხოების, ეკონომიკის და დემოკრატიის საკითხებზე სომხეთსა და რეგიონში. ნენსი პელოსიმ განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე გაამახვილა და აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთზე განხორციელებული სასიკვდილო თავდასხმა დაგმო. ნენსი პელოსის ამ განცხადებას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და მას უსაფუძვლო და უსამართლო უწოდა.